მომხმარებელთა საყურადღებოდ!
ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:
• დასახელება: შპს ეფსი არადანი
• ს/კ 405664810
•იურიდიული მისამართი: საქართველო,თბილისი,ვაკის რაიონი, ბაზალეთის ქუჩა,N9, ბინა
• ფაქტობრივი მისამართი: საქართველო,თბილისი,ვაკის რაიონი, ბაზალეთის ქუჩა,N9, ბინა
• ელ. ფოსტა: contact@fcaradani.com
• Tel: (+995) 591 14 44 81
• საიტზე არსებულ ყველა პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია უშუალოდ გასაყიდ ნივთზე. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას ეხება ფასდაკლება, ფასდაკლებული ფასი მითითებულია და გადახაზულია საწყისი თანხა.
• სარეალიზაციო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშწორებით.
მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია)
• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა; გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები: ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში; ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი; გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
სამომხმარებლო შეთანხმება (მომსახურების წესები და პირობები)
მოგესალმებით კომპანია „არადანი“-ის (შპს. ‘ეფსი არადანი’ – ი, ს/ნ 405664810) ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.fcaradani.com – ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
როგორც საქართველოში კანონმდებლობა, ასევე ჩვენი ბიზნესი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ შესაძლებელია მოცემულ სამომხმარებლო შეთანხმებაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულიარ წარმოასდგენს ჩვენს ვალდებულებას, შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა. შეთანხმების თავში მოცემული იქნება შეთანხმების ბოლო განახლების თარიღი.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის წესს და პირობებს.
ჩვენი მომსახურება
fcaradani.com არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის www.fcaradani.com საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს fcaradani.com – იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.
fcaradani.com არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ fcaradani.com – ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია არასწორია რაც გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური შეცდომით, კომპანიას უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.
მომხმარებლის მიერინფორმაციის შევსება საჭიროა პროდუქციის შეძენისათვის და შენაძენის მიწოდებისთვის. ასევე, მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მომხარებლის საგადახდო ბარათების უნებართვოდ გამოყენების რისკების მინიმალიზებისთვის და შემძენი პირის იდენტიფიცირებისათის. სავალდებულო ველების შევსება აუცილებელია რადგან მოხდეს ნივთის ტრანსპორტირება საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასაქონლო ზედნადების გასააქტიურებლად.
მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
თქვენი ანგარიში და პროფილი
fcaradani.com – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული თქვენს გარდა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ fcaradani.com – ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ fcaradani.com – ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისთვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი fcaradani.com – ს ანგარიშის გამოყენებით.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი fcaradani.com – ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
როდის შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში?
საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში.
როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში?
საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა, მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ჩვენს საიტზე.
ბარათით გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე, რომელზეც გადახვალთ ონლაინ ჩანთიდან.
რა მასშტაბით არის შესაძლებელი ტრანსპორტირება?
fcaradani.com-ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
რამდენი ტიპის ტრანსპორტირების სერვისით შემიძლია სარგებლობა?
შესაძლებელია 3 ტიპის ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობა:
➤ მიწოდება თბილისის მასშტაბით.
➤ მიწოდება დანარჩენი საქართველოს მასშტაბით.
რა ღირს ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობა?
➤ თბილისში მიტანის სერვისი – უფასო
➤ დანარჩენი საქართველოს მასშტაბით მიტანის სერვისი – 4.99 ლარი
რამდენ ხანში ხდება ტრანსპორტირება?
➤ სტანდარტული მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, შეძენილ ნივთს მიიღებთ: თბილისის მასშტაბით 1-3 კალენდარულ დღეში, ხოლო რეგიონების მასშტაბით 7 სამუშაო დღეში
როგორ ხდება გადახდა?
fcaradani.com – ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ქართუი ბანკის Visa, Mastercard ბარათის მეშვეობით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ადგილზე.
როგორ ხდება შეძენილი ნივთის გადაცვლა?
1. პროდუქტის გადაცვლის მოსათხოვად გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე. Contact@fcaradani.com
2. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
3. გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
4. შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
როგორ ხდება შეძენილი ნივთის დაბრუნება?
მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე.
ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გადმოგზავნოს ელ-ფოსტაზე
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
• გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
• იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
• მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
• მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
• თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
• მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
– თანხა დაგიბრუნდებათ 2-5 სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.
© 2025 All Rights Reserved.