მიზანი
ვებ-გვერდზე www.fcaradani.com-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად fcaradani.com მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 მომხმარებელი, რომელიც fcaradani.com-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას ჩემ მარაგს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს, მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელების მიზნით. 
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს fcaradani.com-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არადანის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს არადანის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

 ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
• არადანი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ეფსი არადანი“, (ს.ნ. 405664810)  იურიდიული მისამართი: ბაზალეთის 9.
• პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
• მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
• მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
• მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
• მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
• პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება. 

თანხმობა
არადანის ვებ-გვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, ჩემ მარაგს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია არადანის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
არადანი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
• არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
• მონაცემთა დამუშავება საჭიროა არადანის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. 

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
• არადანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

• არადანის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
• მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
• მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
• არადანის ვებგვერდზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
• მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
• არადანის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
• ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
• მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
• მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
• მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
• მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
• არადანის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
• სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდებასაქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
• კანონიერი ინტერესების დაცვა;
• არადანისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

 მომხმარებლის უფლებამოსილება 
მომხმარებელს უფლება აქვს არადანს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

• მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება არადანის მიერ;
• მონაცემთა დამუშავების მიზანი;
• მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
• რა გზით შეგროვდა მონაცემები;
• ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში არადანი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ არადანისთვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია არადანს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

არადანის ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ არდანის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას არადანის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია ჩემ მარაგს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი
არადანი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, არადანი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემ მარაგზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა არადანს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს არადანს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს არადანს. აღნიშნულში არ მოიაზრება არადანის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.

ლოგ ფაილები და Cookies
არადანი სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, არადანი იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

• IP მისამართი
• მოწყობილობის ტიპი
• ბრაუზერი
• ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
• რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი არადანის ვებგვერდზე
• ინფორმაცია არადანის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
• გავაანალიზოთ ტრენდები

• ჩემმა მარაგმა მართოს ვებ-გვერდი
• აწარმოოს სტატისტიკა
• თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
• ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განსახორციელება
• რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.
Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

მონაცემების მიღება
არადანი ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

• როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
• როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
• როდესაც მომხმარებელი იყენებს არადანის ვებგვერდს და ჩატს

რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

• მობილურის ნომერი
• ელექტრონული ფოსტა
• მისამართი
• სახელი და გვარი
• პირადი ნომერი
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. არადანს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. არადანი იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
არადანი პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას არადანი ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება
არადანისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისთვის. არადანისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. არადანი გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არადანი იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

არადანი მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას არადანის სერვერებზე.

მესამე მხარე
არადანი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს არადანის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, არადანი მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის არადანის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

არადანთან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით contact@fcaradani.com