საფეხბურთო დრამა გლდანი არენაზე

არადანი – ქომაგები

ბოლო გოლი

        გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული სუპერლიგის მეორე ტურის მატჩი “არადანის” გამარჯვებით დასრულდა. ადგილზე მოსულმა გულშემატკივრებმა ხუთგოლიანი თრილერი იხილეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს საკმაოდ დიდი რაოდენობით გულშემატკივარი უჭერდა მხარს ტრიბუნებიდან.

        მატჩი “ქომაგების” აქტიურობით დაიწყო, ნომინალურმა მასპინძლებმა თავიდანვე დაამყარეს კონტროლი ბურთზე, თუმცა ეს კონტროლი სერიოზულ საგოლე მომენტებში არ გადაზრდილა. მიუხედავად, მასპინძლების აქტიურობის პირველი რეალური საგოლე შანსი “არადანს” ჰქონდა, თუმცა გიორგი ონიანმა გუნდის დაწინაურება ამჯერად ვერ მოახერხა. მალევე “ქომაგების” მარცხენა ფლანგიდან შეტევას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ძალიან საკამათო ეპიზოდი გამოდგა. თერთმეტრიანი ეფექტურად “პანენკას” სტილში შეასრულეს მასპინძლებმა და ანგარიში გახსნეს. ამის შემდეგ, არადანმა ეტაპობრივად დაიწყო მომატება და ტაიმის მიწურულს კაბირ აგბულას მარჯვენა ფლანგიდან გარღვევას და ჩაწოდებას მაიკლ დოსუ უნდა გამოხმაურებოდა საჯარიმოში, რა დროსაც მასზე დაჯარიმდნენ და თერთმეტმეტრიანი ახლა უკვე “არადანის” სასარგებლოდ დაინიშნა. პენალტი ზუსტად ენდიმ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამით დასრულდა პირველი ნახევარი მატჩის.

        მეორე ტაიმის სტარტზევე მატჩში გიორგი კოკაია ჩაერთო ლუკა ბუცხრიკიძის ნაცვლად. მეორე ნახევარი არადანის უპირატესობით დაიწყო. მეორე ნახევრის მეოთხე წუთზე ენდის ულამაზესი სოლო რეიდი ვნახეთ, რომელსაც გოლი მოჰყვა. თავისუფლად შეიძლება ეს გოლი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გახდეს. ენდიმ ამ გოლით დუბლი გაიფორმა, ანგარიში 2-1 გახადა და საკუთარი გოლების მაჩვენებელი სეზონში 3 გოლამდე გაზარდა, რითიც თანაგუნდელ გიორგი ონიანთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. გოლის შემდეგ, რა თქმა უნდა, “ქომაგებმა” გაზარდეს ზეწოლა. თამაშში გიგი მამალაძე, სერგო ფალელშვილი და ფრედრიკ ჰირო ჩაერთნენ. ძალიან დიდი როლი ითამაშეს შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა, მეორე ტაიმი მთლიანად არადანის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მორიგი ჩავარდნა დაცვაში, დროულად ვერ გამოტანილი ბურთი და არეულობით ქომაგების 77-მა ნომერმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, 2-2. ამის შემდეგ მატჩი ცალსახად “არადანის” უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა ახალი ენერგია შემოიტანეს გუნდის თამაშში და თითქოს გოლი მწიფდებოდა, თუმცა აღსანიშნავია “ქომაგების” მეკარის შესანიშნავი თამაში, რომელმაც გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. სწორედ ასეთ მოგერიებას მოჰყვა კუთხური, რომლის გათამაშების შემდეგაც ტორომ (თორნიკე კირკიტაძემ) 30 მეტრიდან გადაგზავნა ბურთი კარში და მეკარე უშანსოდ დატოვა და მატჩში საბოლოო წერტილი დასვა. დარჩენილ 5 წუთში, “არადანმა” იდეალურად მოახერხა თავდაცვა, მეტოქემ თამაში საკუთარი ნახევრიდან ვერც გადმოიტანა და დარჩენილ დროში კიდევ იყო რამდენიმე შანსი ანგარიშში სხვაობის გაზრდის.

        საბოლოოდ, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდმა ღირსეული თამაში შესთავაზა ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემაკივარს. ამ გამარჯვებით “არადანმა” 6 ქულა დააგროვა და ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა. აღსანიშნავია რომ ბომბარდირთა დავასაც ჩვენი შეტევის დუო გიორგი ონიანი და ენდი ნდუბუისი ლიდერობენ 3-3 გოლით.